logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის შესყიდვაზე, უარს არ ვიტყვით!
- +

7 მარტი. 2019. 12:02

 

 

„რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის, С-400-ის შესყიდვის შესახებ დასრულებულია და გადახედვას არ ექვემდებარება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში ანკარამ შესაძლოა, რუსეთისგან С-500-ის შესყიდვის შესაძლებლობა განიხილოს.

 

„С-400-ის საკითხი უკვე დასრულებულია. არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით მის შესყიდვაზე. მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთთან. შესაძლოა, ერთობლივი წარმოებაც გვქონდეს. С-400-ის შემდეგ შესაძლოა, С-500-ის შესყიდვის ვარიანტები განვიხილოთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შესყიდვაზე.

 

„ჩემი საუკეთესო სამხედრო რჩევა იქნება, რომ არ უნდა გადავცეთ F-35 ისეთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთის სისტემებს იყენებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა კურტის სკაპაროტიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner