logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია „თიბისი ბანკზე“: მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას
- +

7 მარტი. 2019. 12:35

 

 

„მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს პრობლემის მოგვარებას“,- ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, პარლამენტში „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დასმულ კითხვას.

 

„მგონია, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხისა და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის. ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" საქმეზე არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner