logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ვიზიტი დაიწყო
- +

7 მარტი. 2019. 12:36

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან გამართავს.

 

ვიზიტის მიზანია - საქართველო-ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზება.

 

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ბექა ოდიშარია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

 

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტს 8 მარტს დაასრულებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner