logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს
- +

7 მარტი. 2019. 12:55

 

 

„გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა შეუწყდეს თუ არა შს მინისტრ გიორგი გახარიას უფლებამოსილება საქმის გამოძიებამდე.

 

,,ჩვენ მოვისმინეთ გიორგის განცხადება, ის მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, ეს იქნება პარლამენტში მისვლა თუ სხვა ქმედებები, ის ყველანაირად მზად არის. ასე რომ, თუ რაიმე კითხვა არსებობს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner