logo_geo
eng_logo
„საკითხი ამოწურულია...“ - „თიბისი ბანკი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- +

7 მარტი. 2019. 12:59

 

 

„თიბისი ბანკი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„თიბისი ბანკის“, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

 

„თიბისი ბანკი“ ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. თიბისი ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.

 

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, თიბისი ბანკის მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას. სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია“, - წერია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner