logo_geo
eng_logo
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
- +

25 მაისი. 2016. 14:00



26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია ღონისძიებები.


თბილისი:


11:10 საათზე - გმირთა მოედანზე, დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე;


12:00 საათზე - თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება;


13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ „დროის ამბავის" ფარგლებში,  ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;


14:00 საათზე - პირველი რესპუბლიკის ბაღში ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ წინასწარი შეთანხმება გაფორმდება; დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები;


20:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება.



გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება, მათ შორის:


11:00 - 21:00 - ყვავილების ფესტივალი

13:00 - 13:40 / 16:00 - 16:40 / 19:00 - 19:40 - მოძრაობის თეატრის პერფორმანსი

12:00 - 12:40 / 15:00 - 15:40 / 18:00 - 18:40 - პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები

12:00 - 17:00 რუსთაველის თეატრი - ისტორიული ექსპონატების გამოფენა

14:00 - 14:30 - ქუჩის თეატრის პერფორმანსი

13:00 - 14:00 - ბასტი-ბუბუს კონცერტი

15:00 -16:00 - „ბზიკები სტუდიოს" კონცერტი

17:00 - 18:00 - ილურიძის ბენდის კონცერტი


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა დაგეგმილი აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. სამინისტროები და თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი კუთხეებით იქნებიან წარმოდგენილნი.


გაიმართება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია;

ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონცერტები;

ელექტრონული მუსიკის დღე - Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin

სპორტული ღონისძიებები - ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ქუჩის კალათბურთი;

საბავშვო გასართობი ღონისძიებები - თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები;

ისტორიული ექსპონატების გამოფენა;

არტ-კაფეები.


საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები ასევე გაიმართება რეგიონებში.


ახალციხე, რაბათის ციხე (დასაწყისი 20:00 საათზე).

მცხეთა,  ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).

თელავი, ერეკლე II მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).

ბათუმი, ანბანის კოშკთან (დასაწყისი 20:00 საათზე).

ოზურგეთი, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).

გორი, ქ. გორის ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 18:00 საათზე).

რუსთავი, თავისუფლების მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).

ფოთი, რუსთაველის რკალი (დასაწყისი 20:00 საათზე).

ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახ. ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).

ამბროლაური, ცენტრალური მოედანი (დასაწყისი19:00 საათზე).


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner