logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: შესაძლოა, ეს ცილისწამება სასამართლომდეც მივიდეს
- +

25 მაისი. 2016. 14:06


 

თურქულმა კომპანია „ათინაქიმ"  ნოდარ ჯავახიშვილი კორუფციასა და აზერბაიჯანული კომპანიის ლობირებაში დაადანაშაულა - ადვოკატ ზაზა შერმადინის მტკიცებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 37-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია  „აზერაგრარტიკინტი" ისე გამოავლინა, რომ ტენდერში მითითებულ პირობებს არ კმაყოფილებდა. „კვირის პალიტრასთან" საუბარში ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ „ათინაქ მუჰენდისლიკი" აღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.


„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ფოთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად ღია ტენდერი 2015 წლის 27 ივლისს გამოაცხადა. თურქულმა კომპანია „ათინაქ მუჰენდისლიკმა" ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა, თუმცა ეს ტენდერში გამარჯვების აუცილებელი პირობა არ არის.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა მონაწილე ვალდებულია, მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ „ათინაქ მუჰენდისლიკმა"  სხვა კომპანიის გამოცდილება და წლიური სამშენებლო ბრუნვა გამოიყენა. ეს კი აკრძალულია.

 

ის, რომ მე აზერბაიჯანულ კომპანიას ვლობირებ, არ შეესაბამება სიმართლეს და შესაძლოა, ეს ცილისწამება სასამართლომდეც მივიდეს.

 

კომპანიას „ათინაქ მუჰენდისლიკს" თურქული საელჩოს მეშვეობით საქართველოში ჩამოსვლა შევთავზე, თუმცა აუდიენციაზე კომპანიის წარმომადგენლობა არ გამოცხადდა. დასკვნა მარტივია - თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ.

 

ვინც ამ კომპანიის ადვოკატი ტენდერის დასაწყისში იყო, საკუთარი ინიციატივით მოვიდა და მითხრა, რომ ტენდერში არასწორი დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი და კომპანიიდან იმის გამო წამოვედი, რომ ვხვდებოდი, ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდაო.

 

აბსურდული ბრალდებების შემდეგ კომპანიამ თანამშრომლობა ისევ შემომთავაზა, თუმცა ჩემი პასუხი ასეთი იყო. მობრძანდით, დეტალურად განმარტეთ, რა ხდებოდა ტენდერის დაწყების პერიოდში, ვის რა გადაუხადეთ, ვისი დაკვეთით დაიწყო ჩემს წინააღმდეგ კამპანია და თანამშრომლობის გაგრძელებაზე მერე ვისაუბროთ-მეთქი", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

 

 

http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=326

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner