logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
- +

7 მარტი. 2019. 14:28

 

 

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინია სერუირატუმ მოაწერეს.

 

„უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს დიმლომატიური კავშირების გაძლიერებას ორივე სახელმწიფოს პროგრესული განვითარებისთვის“, - ნათქვამია ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner