საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს, 16:00 საათზე გამოკითხავენ.
როგორც ცნობილია, ქადაგიძე დაკითხვაზე პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა იქ გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
პროკურატურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქადაგიძის დაკითხვა „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი.
პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.