logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: რაც არ არის მოსაწონი, ივანიშვილი ვერც მოიწონებს
- +

25 მაისი. 2016. 14:08



„რაც არ არის მოსაწონი, ივანიშვილი ვერც მოიწონებს", - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღაშვილის შესახებ საუბრისას ლუკა კურტანიძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, კოღუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს ნეიტრალური პოზიცია არ აქვს და ვერც ექნება.


 

„ივანიშვილი დიდსულოვანი ადამიანია... მე არ ვიცი, სად იყო კოღუაშვილი, ახლა მოვიდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და არც კი აქვს გააზრებული, რა ხდება და რა ხდებოდა. ივანიშვილს ამ ყველაფერთან არ აქვს ნეიტრალური პოზიცია და არც უნდა ჰქონდეს. რაც არ არის მოსაწონი, ვერ მოიწონებს. თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა გიორგი კვირიკაშვილმაც და იგივე აზრზეა ივანიშვილიც. ახლა კოღუაშვილს დედის გინებას ვერ დაუწყებენ, მეტი რა უნდა თქვან? ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან შევიკრიბეთ და უმრავლესობასაც იგივე განწყობა აქვს", - განაცხადა დეპუტატმა.




http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=323


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner