დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი ყოფილი თანამშრომელი, თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე დავით კურტანიძე, ტატიშვილისა და მამადიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობდა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატების პოზიციას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე.