logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ომარ ნიშნიანიძესთან გასაყოფი არაფერი მაქვს!
- +

25 მაისი. 2016. 14:37



დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს ომარ ნიშნიანიძის გეგმების კომენტირებისას განუცხადა, რომ მიესალმება, თუკი ნიშნიანიძე „ქართულ ოცნებას" დატოვებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას მასთან ერთად განაგრძობს.



ომარ ნიშნიანიძესთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ის ზღვების საკითხებშია და მე ხმელეთზე ვარ. ომარი მეგობარი კაცია და იდეურადაც საკმაოდ ახლოს არის, თუ მას ასეთი სურვილი ექნება, დიდი სიამოვნებით. საერთოდ, ყველა თემაზე ყველასთან ვსაუბრობ ფრაქციის შიგნით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თემა არ გაგვივლია, თუმცა მივესალმები მის ასეთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



მისი თქმით, რა სახელწოდება ექნება მის პარტიას, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს და თამაზ მეჭიაურის გუნდში ვიხილოთ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner