logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ხაზარაძის „წერილზე“: პრინტერი ყველას გვაქვს და შეგვიძლია ფურცლის ამობეჭდვა
- +

7 მარტი. 2019. 18:01

 

„პრინტერი ყველას გვაქვს და შეგვიძლია ფურცლის ამობეჭდვა, მათ შორის იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი ბრალდების წამოყენება შეეძლო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი წერილი, არასერიოზულია.

 

„როცა საუბრობ მტკიცებულებაზე და მერე მოგაქვს ამოპრინტერებული ფურცელი, ეს არის არასერიოზული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.

 

„სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა“, - განაცხადეს პროკურატურაშ

right_banner right_banner
არქივი
right_banner