logo_geo
eng_logo
საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს
- +

7 მარტი. 2019. 18:02

 

საქართველოს საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს წერილით მიმართავს, ე.წ. ციანიდის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.

 

წერილს, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ.

 

„მოგესალმებით დიდი პატივისცემით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით.

 

მოგეხსენებათ, ე.წ. ციანიდის საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

 

მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე. ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“,- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner