„გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა, როგორც მან განაცხადა, არც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესი ახსოვს და არც ბანკის შემოწმების შედეგები“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, ქადაგიძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან და შემოწმების შედეგთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.