logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა
- +

25 მაისი. 2016. 14:41



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა. პრემიერი სამძიმრის გამოსაცხადებლად ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, ოთხოზორიების საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.



მთავრობის მეთაური ზუგდიდში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მოკლულის ოჯახს სამძიმარი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გამოუცხადეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner