logo_geo
eng_logo
საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
- +

25 მაისი. 2016. 14:43



საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. მღვდელმთავრების ნაწილმა საპატრიარქო უკვე დატოვა. სინოდის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.


წმინდა სინოდის განჩინების ოქმი დღეს მოგვიანებით გამოქვეყნდება.


წინასწარი ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის უმთავრეს განსახილველ საკითხს 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრების საკითხებია.


16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართება მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრება, რომელზედაც მართლმადიდებელი ეკლესია იმსჯელებს ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner