logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც სისტემურად მიუდგა არსებულ პრობლემებს!
- +

8 მარტი. 2019. 02:41

 

 

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელად სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის კანდიდატურა განიხილება. აღნიშნულის გადასამოწმებლად “პროგრესნიუსი” ზურაბ ხონელიძეს დაუკავშირდა. ხონელიძე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მიხეილ ბატიაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

 

„ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, არანაირი კონლუსტაციები არ დაწყებულა. მინდა გითხრათ, რომ მხარდაჭერას ვუცხადებ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც სისტემურად მიუდგა არსებულ პრობლემებს, არის თანმიმდევრული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. დიდი სურვილი მაქვს დააცადონ მას მუშაობა და ხელს ნუ შეუშლიან. ხაზგასმით ვამბობ, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner