logo_geo
eng_logo
„კახი ოქროს ადამიანი!“ - ფეისბუქში დაწერილი თხოვნის შემდეგ, კახა კალაძე და მერია მოქალაქეს 20 ათასი ლარით დაეხმარნენ
- +

8 მარტი. 2019. 02:50

 

 

ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, სადაც თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგი მიმდინარეობდა და მოსახლეობის კითხვებს პასუხობდნენ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მათი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მის გადასარჩენად 30 ათასი ლარი იყო საჭირო, ხოლო დრო ორშაბათამდე იყო.

 

როგორც ცნობილია, პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ კახა კალაძე და დედაქალაქის მერია ამ პიროვნებას 20 ათასი ლარით დაეხმარებიან. ინფორმაციას ნინო ჯღარკავა ავრცელებს

 

„კახი კალაძის ვიდეო ლაივი მიდიოდა ერთი საათის წინ ფეისბუქზე, იქ რამდენჯერმე დაწერეს გიორგის მეგობრებმა ეს თხოვნა, ლაივის დამთავრებისთანვე, კახი კალაძე და მერია 20000 ლარით დაეხმარა გიორგის! კახი ოქროს ადამიანი!“,– წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner