logo_geo
eng_logo
პოლიციამ ძარცვის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 არასრულწლოვანი
- +

8 მარტი. 2019. 10:32

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაძარცვი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოკითხვისას გ.კ.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი ფაქტი აღიარა. კერძოდ, არასრულწლოვანი ალ.ყაზბეგის გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

 

გამოძიება ძარცვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner