logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

8 მარტი. 2019. 10:33

მიმდინარე წლის  13 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული  თ.ა. ამხილეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების  მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.

 

სამართალდამცველებმა თ.ა.-ს  პირადი ჩხრეკისას,  ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და  ,,ბ" ქვეპუნქტებით.

 

რაც შეეხება მხილებული პირის ოჯახის განცხადებას, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შესწავლა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner