logo_geo
eng_logo
გლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებს მძევალი ჰყავთ აყვანილი
- +

8 მარტი. 2019. 12:30

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებს მძევალი ჰყავთ აყვანილი. აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფი პირები საუბრობენ და როგორც განმარტავენ, რომ ნიღბიანმა პირებმა ტერიტორიის დატოვება სწორედ მძევლის გამო მოახერხეს.

 

ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

თავის მხრივ, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისას, თავდამსხმელებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი სროლისას, თვითმხილველებმა 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

 

„მეზობელი ვარ, კორპუსში ვცხოვრობ, სროლის ხმა გავიგონე. ოჯახში თქვეს, „ხლაპუშკები“ არისო, მერე მოვიდა პოლიცია. თითქმის, 7-10-ჯერ გაისროლეს“, - განაცხადა თვითმხილველმა.

 

არსებული ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე ნიღბიანი 3 პირი შეიჭრა, რის შემდეგაც მათ დაცვის პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ჩაცხრილულია პოლიციის მანქანის უკანა საქარე მინა. თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner