logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: ყველას გვახსოვს, 2011 წლის 26 მაისი რა შავ დილად გაუთენა ქვეყანას „ნაციონალურ-ბოლშევიკურმა მოძრაობამ“
- +

25 მაისი. 2016. 15:16



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, პარლამენტის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.



ხვალ არის 26 მაისი. ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, უდიდესი თარიღი, მაგრამ ყველას გვახსოვს, ვინც ვართ 26 მაისის მონაწილენი და არ ვართ, 2011 წლის 26 მაისი რა შავ დილად გაუთენა ქვეყანასა და ქვეყნის მოსახლეობას ნაციონალურ-ბოლშევიკურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერმა, აქედან გაქცეულმა სხვა ქვეყნის მოქალაქემ. როგორ გადაწმინდეს სისხლით ის პროსპექტი და როგორ როკავდნენ საღამომდე წარმართულად. თან იძახდნენ - ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერიო, როდესაც იძახდნენ - მიშა-მიშა, მაშინ ყოველი ჩვენგანი ვიძახდით - საქართველოს. ყველას მინდა ქედი მოვუხარო, ვინც ამ ხროვას, ამ ბოლშევიკებს მუხლჩაუხრელად ებრძოდნენ, რომელი ერთი ჩამოვთვალო - 7 ნოემბერი, 26 მაისი, არჩევნების გაყალბება, მთელი გამყალბებელთა კოჰორტა ზის აქ და ამას ვიტანთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამოინგრეს. ეს ადამიანები მიდიან, ლაპარაკობენ ქვეყნისა და საზოგადოების სახელით და უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაშიო. ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები ჩვენი შეცდომებიდან და უარესად უნდა გაგხედნოთო. ჯერ სად ხართო, ამასაც ბედავენ, ახლა დაძრწიან ქუჩა-ქუჩა, ლამის მათხოვრობენ, რომ რაღაც პროვოკაცია მოაწყონ, ხალხი შარში გარიონ და მერე ვიღაცას შესციცინონ, რომ აი როგორ დევნიან.

გამოძიება უნდა იყოს არა ცალმხრივი, ისევე, როგორც ეს უნიათო, არაფრის გამკეთებელი და უნიჭო რუსთავი 2" აკეთებს და უნდათ მივიღოთ ის სიმართლე, რასაც ისინი ქადაგებენ, ჭეშმარიტად უნდა გამოიძიონ ორივე მხარის დაკითხვით, გაიშიფროს ის კადრები, დადგინდეს მიზეზი, რატომ მოხდა ეს. ისე არაფერი არ ხდება. ძალიან ძნელია შეურაცხყოფის ატანა და ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დავდებთ პირობას, როგორ მოვიქცევით, თუ ვიღაცა მოგვაყენებს შეურაცხყოფას", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.



მან კოლეგებს მოუწოდა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 2011 წლია 26 მაისს გარდაცვლილებისთვის.


 

გთხოვთ, ვინც ხართ 26 მაისის მონაწილენი და ვინც არ ხართ, ყველამ პატივი მივაგოთ იმ დღეს გარდაცვლილ ადამიანებს და არამარტო იმ დღეს, მთელი ამ 9-10 წლის განმავლობაში, ვინც ცოცხალია, მაგრამ ჯანმრთელობა დაკარგა, ვინც გარდაცვლილები არიან, მათ მშობლებს წამოვუდგეთ, წუთიერი დუმილით ვცეთ პატივი და ამ დუმილით პროტესტი გამოვუცხადოთ იმას, რაც 2011 წლის 26 მაისს ჩაიდინეს", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner