logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე მძევლად აყვანილმა გოგონამ, პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა
- +

8 მარტი. 2019. 22:24

 

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული მირანდა გერაძის დაკითხვა დასრულდა, მეორე გატაცებულის - 30 წლის ზურაბ ბერიკაშვილის დაკითხვა კი ამ დრომდე გრძელდება.

 

გერაძის და ბერიკაშვილის დაკითხვა, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მირანდა გერაძემ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

 

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა დღეს მოხდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner