logo_geo
eng_logo
ლუბომირ მეტნარი: რუსეთი NATO-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს
- +

9 მარტი. 2019. 11:25

 

 

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ლუბომირ მეტნარი აცხადებს, რომ რუსეთი NATO-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს.

 

NATO-ს წინაშე არსებულ საფრთხეებს შორის პირველ ადგილზე ტერორიზმია, კერძოდ კი ლოკალური ტერორისტული ორგანიზაციების გლობალური გაფართოება. მეორე ადგილზე კიბერსაფრთხეებია, ხოლო მესამეზე კი ის საფრთხე, რომელიც რუსეთისგან მოდის“, - განაცხადა ლუბომირ მეტნარმა.

 

ლუბომირ მეტნარის განცხადებით, რუსეთი NATO-სთვის საფრთხეს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების აქტიური მოდერნიზების გამო.

 

„ამ პროცესს თან ახლავს სამხედრო წვრთნები. რუსეთი ასევე ცდილობს თავისი გავლენები გააძლიეროს ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ადრე სოციალისტურ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ“, - აღნიშნა მეტნარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner