„ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობების კუთხით, თურქეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუ რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს მიიღებს“, - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ С-400-ის შესყიდვა გავლენას მოახდენს თურქეთისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის და ბომბდამშენის F-35-ის მიყიდვაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.