logo_geo
eng_logo
ჩარლზ სამერსი: თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის მიღება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ორმხრივ სამხედრო ურთიერთობებში
- +

9 მარტი. 2019. 12:07

 

 

„ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობების კუთხით, თურქეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუ რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს მიიღებს“, -  ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა.

 

აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ С-400-ის შესყიდვა გავლენას მოახდენს თურქეთისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის და ბომბდამშენის F-35-ის მიყიდვაზე.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner