logo_geo
eng_logo
იოსებ ნანობაშვილი: 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა
- +

9 მარტი. 2019. 12:10

 

 

„2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო“, - ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაშია ნათქვამი.

 

როგორც ელჩი აღნიშნავს, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მისი თქმით, ამ კუთხით, საელჩო ნაყოფიერად თანამშრომლობს საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საბერძნეთის პარლამენტთან.

 

„ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად ვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჩვენს თანამემამულეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივება, საქართველოს მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარება, საბერძნეთის სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცება და სხვა.

 

ვფიქრობ, ჩვენს ბერძენ პარტნიორებთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა გახლდათ.

 

საელჩო აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს“, - წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner