logo_geo
eng_logo
კახეთის პოლიციამ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

9 მარტი. 2019. 13:48

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1975 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ა. ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში  ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, საიდანაც 500 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ე.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას  ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ასევე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღი, 21 ცალი საბრძოლო ვაზნა და ორი ცალი ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner