logo_geo
eng_logo
მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა
- +

9 მარტი. 2019. 14:15

 

 

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც სამ დისციპლინაში გამოდიან საქართველოს ნაკრების წევრები.

 

უკვე დაასრულეს გამოსვლა კაცებმა, სადაც საქართველოს სახელით გამოდიოდა ირაკლი მაისურაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ, ის 76.46 ქულით მე-11 ადგილზე იყო, თუმცა, თავისუფალ პროგრამაში გაცილებით უკეთ გამოვიდა, 141.32 ქულით მეშვიდე პოზიცია დაიკავა და ჯამში 217.78 ქულა დააგროვა.

 

საბოლოოდ, მაისურაძემ ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია. შარშან, ქართველმა მოციგურავემ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა.

 

გოგონებს შორის ასპარეზობს ალინა ურუშაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ, მას 52.53 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.

 

ცეკვებში კარგი პერსპექტივები აქვთ მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას. პირველი სახეობის - რითმული ცეკვების შემდეგ, ქართული წყვილი 60.08 ქულით მეექვსე ადგილზეა.

 

ცეკვებსა და გოგონებში ჩემპიონები შაბათს გამოვლინდებიან.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner