36 წლის ამერიკელმა ადვოკატმა ქსოჩი გრიირმა პლასტიკურ ქირურგიაზე 30 000 დოლარი დახარჯა, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს დამსგავსებოდა. ამისთვის მან ლიპოსაქციის პროცედურა და სხეულის კორექცია ჩაიტარა. ასევე, 36 წლის ქალმა რინოპლასტიკასაც მიმართა. Thisisinsider.com-თან ინტერვიუში ქსოჩი გრიირმა თქვა, რომ შედეგით კმაყოფილია და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნა.
მეგან მარკლი 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სელებრითების ტოპ ათეულშია. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ.