logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: უგულავა გამოვიდეს ციხიდან და კოღუაშვილი შევუშვათ!
- +

25 მაისი. 2016. 15:48


 

„საქართველო არ არის თოჯინების თეატრი, რომ კოღუაშვილის მსგავსი განცხადებები გააკეთონ", - ამ სიტყვებით შეაფასა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადება გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.


 

„მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას", მაგრამ კოღუაშვილისთანები რომ დაამატეს, თითქოს დიდი გონიერები, ეს არის დიდი აბსურდი. საქართველო არ არის თოჯინების თეატრი, რომ კოღუაშვილის მსგავსი განცხადებები გააკეთონ, რომ გამოვუშვათ უგულავა, გარეთ უფრო დიდ საქმეს გააკეთებს. მაშინ, უგულავა გამოვიდეს და კოღუაშვილი შევუშვათ ციხეში",- განაცხადა ჯაველიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner