logo_geo
eng_logo
ვარკეთილში 4 ავტომობილი გაქურდეს
- +

9 მარტი. 2019. 16:00

 

 

გვიან ღამით ვარკეთილში 4 ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

 

ინციდენტი მე-3 მასივში, მერვე კვარტალის მე-13 კორპუსის ეზოში მოხდა. ქურდებმა ავტომობილების უკანა მინები ჩაამსხვრიეს და მოქალაქეების პირადი ნივთები წაიღეს.

 

სავარაუდო ბრალდებულების შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

 

მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner