logo_geo
eng_logo
გრენლანდიაში ყინული სწრაფად დნება
- +

9 მარტი. 2019. 16:02

 

 

ჟურნალ „The Cryosphere“-ის განცხადებით, გრენლანდიაში გახშირებული წვიმები კუნძულის ყინულოვან ფარს ანგრევენ, რაც მომავალში მას ბევრად მყიფეს გახდის.

 

გრენლანდია, ისევე როგორც არქტიკა, მთლიანობაში სწრაფად თბება: 1990 წლიდან მისი საშუალო ზედაპირული ტემპერატურა 1,8 გრადუსით გაიზარდა. სტატიის ავტორების თქმით, ამ მომენტისთვის გრენლანდიის ზედაპირი წელიწადში დაახლოებით 270 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს.

 

გერმანიის ოკეანეთა კვლევის ცენტრის თანამშრომელი მარილენა ოლტმანისი და მისი თანამშრომლები კვლევისთვის თანამგზავრის მონაცემებს იყენებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მეცნიერებმა აღმოაჩინეს 300-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც დნობის მიზეზი წვიმა გახდა.

 

აღსანიშნავია, რომ მოიმატა მხოლოდ წვიმის შემთხვევებმა და არა თოვლის. ამიტომ ნალექის ზოგადი რიცხვი გრენლანდიაში არ შეცვლილა. ავტორები განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურა თხევადი ნალექის ალბათობას ზრდის, რაც შემდგომ ყინულის სწრაფ დნობას იწვევს.

 

მეცნიერები ასევე განმარტავენ, რომ 2003 წლის შემდეგ ყინულის დნობის სიჩქარე 4-ჯერ გაიზარდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner