logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი შესაძლოა გადაიდოს
- +

9 მარტი. 2019. 16:09

 

 

„დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი შესაძლოა რამდენიმე კვირით გადაიდოს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანმა , გერმანულ გამოცემა „ფუნკესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც ტაიანმა აღნიშნა, მხარეებმა ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

 

„ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ უდიდესი შეცდომა, ქაოსური ბრექსითი კონკრეტული შეთანხმების გარეშე,“ - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას კატასტროფულ ზიანს მიაყენებს. პოლიტიკოსის განმარტებით, ასეთი შედეგები ევროპული გაერთიანებისთვისაც სახიფათო იქნება.

 

ინტერვიუს დროს ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, რომ ბრექსითის თარიღის შეცვლისთვის დიდ ბრიტანეთს სათანადო მიზეზი უნდა ჰქონდეს. მათ შორის სავარაუდო მიზეზად პოლიტიკოსმა გაერთიანებულ სამეფოში კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარება დაასახელა.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner