საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა გალერეა „ოპიზარში“. საგამოფენო სივრცე დაეთმო 70–მდე ხელოვან ქალბატონს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მიმართულების ნამუშევრები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, კერამიკა, გობელენი, ბატიკა და სხვა.