„ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. საპარლამენტო უმცირესობამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე.
სანამ არ იქნება დამნაშავე დადგენილი, სანამ არ იქნება დამკვეთი დადგენილი, ასევე არ იქნება დადგენილი ადამიანები, ვინც იძალადეს იმ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში. ეს იქნება ჩვენი ბოიკოტი",- განაცხადა სერგო რატიანმა.