პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.
„უახლოეს მომავალში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ხურჩაში მომხდარი შემთხვევა იქნება", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.