logo_geo
eng_logo
ვენესუელაში ერთმანეთს ნიკოლას მადუროს მომხრეები და მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან
- +

10 მარტი. 2019. 01:23

 

 

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს მოწოდებების გამო, კარაკასის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოდის. ორი მხარე ერთმანეთს უპირისპირდება და მათ შორის 24 საათის განმავლობაში პოლიცია დგას. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC“ ავრცელებს.

 

ახალი საპროტესტო ტალღა ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივ შეწყვეტას მოჰყვა. ამჟამინდელი მთავრობა ამას ამერიკულ კიბერთავდასხმას უწოდებს.

 

ელექტროენერგია ვენესუელაში 7 მარტს მაშინ გაითიშა, როდესაც მთავარ ჰიდროელექტროსადგურს პრობლემები შეექმნა.

 

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner