logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
- +

10 მარტი. 2019. 10:52

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული ტ. გ. და 1986 წელს დაბადებული ი. ლ. ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პოლიციამ, ტ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ი.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner