logo_geo
eng_logo
პოლიციამ მარნეული-კაზრეთის სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

10 მარტი. 2019. 11:57

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ფაქტებზე, 1980 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა - რ.ა.-მ შენიშნა. ე.ა.-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალებით მიმალვას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა  შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

 

პოლიციამ ნაძარცვი დეტალები  ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

ასევე დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდან ლიანდაგის დეტალები მოიპარა.

 

გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner