logo_geo
eng_logo
გლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს
- +

10 მარტი. 2019. 11:58

 

 

გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რაიმე დამატებით ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაავრცელებენ.

 

შესაბამისად, უცნობია, იდენტიფიცირებულები არიან თუ არა ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულები, რომელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

 

გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე 8 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული.

 

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე წინა დღით გაიტაცეს.

 

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

ბანკის დაღაჩაღებამდე გატაცებულებმა პოლიციას ჩვენება 8 მარტს მისცეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner