logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ხურჩაში პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს და არამარტო ამ ადამიანს!
- +

25 მაისი. 2016. 16:05



მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ხურჩაში მომხდარ ტრაგედიას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.


მისი განცხადებით, ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს.



საკმაოდ სერიოზული ფაქტი მოხდა. ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა არის ტრაგედია მთელი ქვეყნისათვის. ადრე თუ გვიან დამნაშავე უნდა დაისაჯოს. არსებობს სახელმწიფო მნიშვენლობის საკითხები და ვფიქრობ, გარკვეულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს და არა მარტო ამ ადამიანს. ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის განვითარებას კიდევ მეტი საფუძველი მიეცემოდა, თუნდაც იმ ჰოსპიტალის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, თუნდაც რუხის სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ. უამრავი საკითხია, რომელსაც ამ გასროლილმა ტყვიამ სერიოზული ზარალი მიაყენა, გარდა იმ ოჯახისა, სადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner