logo_geo
eng_logo
ნაირობიში ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა
- +

10 მარტი. 2019. 15:06

 

 

ნაირობიში „Ethiopian Airlines“-ის კუთვნილი თვითმფრინავის „ბოინგ 737“ის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 157-ივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

 

„ლაინერის ბორტზე, სადაც მგზავრები 33 ქვეყნიდან იმყოფებოდნენ, არავინ გადარჩენილა“, - წერს სააგენტო.

 

„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა.

 

თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner