ნაირობიში „Ethiopian Airlines“-ის კუთვნილი თვითმფრინავის „ბოინგ 737“ის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 157-ივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
„ლაინერის ბორტზე, სადაც მგზავრები 33 ქვეყნიდან იმყოფებოდნენ, არავინ გადარჩენილა“, - წერს სააგენტო.
„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.