გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მასი, თურქეთიდან სამი გერმანელი ჟურნალისტის გაძევების წინააღმდეგ გამოვიდა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება "მიუღებელია". ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რეპორტიორებს თურქეთის დასატოვებლად 10 დღე მისცეს. ოფიციალურად თურქეთმა პირველად გაუუქმა უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია. ამ საკითხმა ადგილობრივი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია.
ქვეყნიდან აძევებენ Tagesspiegel-ის რეპორტიორს, ZDF-ის ბიუროს უფროსს, NDR TV-ის ჟურნალისტს.
2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ათობით ჟურნალისტი გაასამართლა.