logo_geo
eng_logo
სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება - კანონპროექტი განხილვის პროცესშია
- +

10 მარტი. 2019. 22:26

 

საქართველოს პარლამენტში განიხილვის პროცესში მყოფ " ბავშვთა უფლებათა კოდექსის" ერთ-ერთ მუხლში, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, მკაცრად არის გაწერილი სასკოლო ექსკურსიების მოწყობის წესები. აღწერილია ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ამასთან, ეს პუნქტები არეგულირებს იმასაც, რომ სკოლას არ აქვს უფლება, საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს. ასევე, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციებისა და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები. შესაძლებელი გახდება კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს.

 

კანონით იქნება განსაზღვრული, რომ ბავშვთა ექსკურსიას თან ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.

 

ბავშვის უფლებათა კოდექსი, პარლამენტის მიერ მისი მიღების შემთხვევაში 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner