რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 15 ათასამდე ადამიანმა ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.
ინტერნეტის რეგულაციების გამკაცრებას რუსმა დეპუტატებმა გასულ თვეში დაუჭირეს მხარი. რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ შეზღუდვების დაწესებით, შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის პრევენცია მოხდება.
რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალებამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ინტერნეტში „რკინის ფარდის“ დაშვება უწოდა. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები, შესაძლოა, განსხვავებულ აზრზე ზეგავლენისთვის იქნას გამოყენებული.
ოპოზიციონერი აქტივისტების ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის კიდევ ორ ქალაქში - ვორონეჟსა და ხაბაროვსკში.