საქართველოში ბოლო ერთ კვირაში, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში, ბენზინი 3 თეთრით გაიაფდა. ინფორმაცია, კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი.
„რომპეტროლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.35 ლარი იყო და 2.32 ლარი გახდა, „ლუკოილმა“ ევრო რეგულარის ფასი 2.28 ლარიდან 2.25 ლარამდე შეამცირა, „სოკარის“ ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.29 ლარიდან 2.26 ლარამდე შემცირდა, „ვისოლის“ ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.35 ლარიდან 2.32 ლარამდე დაიწია.
ფასების კლება დაფიქსირდა პრემიუმისა და სუპერის ტიპის ბენზინზეც. ამასთან, ფასები არ შეცვლილა დიზელის საწვავზე.
ავტოგასამართ სადგურებში ფასები თებერვალშიც შემცირდა, მანამდე კი, ბენზინისა და დიზელის ღირებულება რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო.