logo_geo
eng_logo
26 მაისს ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება
- +

25 მაისი. 2016. 16:20



საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება. გაუქმდა ამ დღისთვის დაგეგმილი გალა კონცერტიც.  მიზეზი ხურჩაში მომხდარი მკვლელობაა.



26 მაისთან დაკავშირებით ზუგდიდში დილის 09:00 საათიდან ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სამშობლოსთვის დაცემული გმირების სულის მოსახსენიებლად პარაკლისს აღავლენენ. 11:00 საათიდან სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლებს გვირგვინებით შეამკობენ. 12:00 საათზე ლომოურის ქუჩაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების სკვერი გაიხსნება



26 მაისს ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დაკრძალავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner